ქართული ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომეტრიკის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი იური ანანიაშვილი დაჯილდოვდა ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის მედლით.
ვულოცავთ ბატონ იურის დამსახურებულ ჯილდოს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ მის პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწობაში.
